დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც ფორმულას NCDC-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მას გარე კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
საქართველოში დღეს, 7 ოქტომბერს, კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან განიკურნა 348 ადამიანი, 4 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5 824 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. კოვიდ სასტუმროებში 1 310 პაციენტია მოთავსებული.